ცხადდება კონკურსი 2024-2025 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში პროგრამის „სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს“ ფარგლებში სტიპენდიის მოსაპოვებლად (რექტორის ბრძანება N 85/01-01 05.05.2025 ).
გთხოვთ ყურადღებით გაეცნოთ კონკურსში მონაწილეობის წესს.
დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადები:
2025 წლის 7 მაისის 10:00 საათიდან 16 მაისის 16:00 საათამდე.
სტიპენდიის მისაღებ კონკურსში მონაწილეობისთვის დოკუმენტაცია უნდა წარმოადგინოთ თსუ-ს III კორპუსი, 107 ოთახში 10:00 საათიდან 17:00 საათამდე.
შესვენება 13:00-14:00 საათი.
წინასწარი შედეგების გამოქვეყნება 20 მაისი.
აპელაცია 21 მაისის 13:00 საათამდე.
აპელაციის შემთხვევაში განცხადება იგზავნება ფაკულტეტის კანცელარიის ფოსტაზე chancellery.pes@tsu.ge
კონკურსში მონაწილე სტუდენტებმა უნდა წარმოადგინოთ:
- პირადობის მოწმობის ასლი.
- საბანკო ანგარიშის რეკვიზიტი (საქართველოს ბანკიდან).
- 2024-2025 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის (2024 წლის 12 აგვისტოდან 2025 წლის 5 თებერვლის ჩათვლით):
- სამეცნიერო და სტუდენტურ კონფერენციებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
- სასწავლო სტუდენტურ აქტივობებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
- მიმდინარე სემესტრში (2025 წლის 5 თებერვლიდან) სოციალურად მოწყვლადი ჯგუფისადმი მიკუთვნებულობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
- ოკუპირებული ტერიტორიაზე ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
კონკურსში არ მონაწილეობენ პირველი და დამატებითი სემესტრის სტუდენტები.
განცხადების ფორმას და ამონაწერს სასწავლო ბარათიდან მოგაწვდით ადგილზე.
*გთხოვთ, გაითვალისწინოთ 9, 10, 11, 12 მაისი დასვენების დღეებია.
გისურვებთ წარმატებებს!